11:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 10:56:04, 777 ნახვა

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენითი სამუშაოების საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად სპეციალური ანგარიშები გაიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. 

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"ბოლო დღეების განმავლობაში, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენის პროგრამაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს როგორც ბიზნესის, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა, ისე მოქალაქეებმა. უკვე დაიწყო რამდენიმე სოციალური კამპანიაც.

ჩვენი თანამოქალაქეების ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად, რესურსების კონსოლიდაციის და კოორდინაციის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ორგანიზებას გაუკეთებს ერთიანი ელექტრონული პლატფორმის ფუნქციონირებას, სადაც აისახება ბორჯომის ტყის აღდგენის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ყველა აქტივობა, ინიციატივა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.

ელექტრონული პორტალი შესაძლებლობას მოგვცემს აღნიშნულ ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვის პროცესი, ისევე როგორც გაწეული ხარჯები თვალსაჩინო, აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე იყოს, რათა ყველა მოქალაქისთვის ცნობილი იყოს როგორ დაიხარჯება მის მიერ ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენისთვის ჩარიცხული თითოეული თეთრი. 

მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შემოწირულობების ჩარიცხვა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აგრეთვე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

იხილეთ ანგარიშის ნომრები სახელმწიფო ხაზინაში:

ეროვნულ ვალუტაში თანხის ჩარიცხვისთვის (ლარი)

● კერძო კომპანიებიდან და ფიზიკური პირებიდან:

მიმდინარე ნებაყოფლობითი ტრანსფერები სახელმწიფო ბიუჯეტს (ლარი) 

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003271

 

● უცხო სახელმწიფოთა საელჩოები საქართველოში:

მიმდინარე უცხო სახელმწიფოთა მთავრობებიდან მიღებული გრანტები (ლარი)

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003003

 

● საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობიდან საქართველოში:

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული გრანტები (ლარი)

მიმღების ბანკი_ სახელმწიფო ხაზინა;

მიმღების დასახელება _ ხაზინის ერთიანი ანგარიში; 

ბანკის კოდი _ TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი _ 302003001

 

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის:

აშშ დოლარი

Intermediary: 

FEDERAL RESERVE BANK OF NEW YORK, USA (USD)

SWIFT CODE: FRNYUS33

ACC: 021087992 GEORG

Beneficiary's bank: 

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA 

IBAN: GE65NB0331100001150207 

ევრო

Intermediary: 

DEUTSCHE BUNDESBANK, ZENTRALE FRANKFURT AM MAIN, DE (EUR)

SWIFT CODE: MARKDEFF

ACC: 5040040060

Beneficiary's bank: 

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: MINISTRY OF FINANCE OF GEORGIA

IBAN: GE65NB0331100001150207





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics