|
2017-08-24 07:24:41, 728 ნახვა
ომბუდსმენმა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ რეკომენდაციით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ რეკომენდაციით მიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველის წინაშე ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდი მიუთითებდა, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მედიასაშუალებებისგან შესყიდული მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება მის კომერციულ საიდუმლოებას, რომელიც არ ექვემდებარება გაცემას. „სახალხო დამცველის აპარატის მიერ დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სს „საქართველოს ენერგეტიკის ფონდის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ იმ ქმედებათა განხორციელება, რომელთა გადაწყვეტაც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ემსახურება. შესაბისად, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს საჯაროსამართლებრივი ფუნქციები და ვალდებულია გასცეს ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული ინფორმაცია. სახალხო დამცველის მითითებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება უკავშირდება დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას - სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯაროობის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს საჯარო ფინანსებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, დააკმაყოფილოს ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდის მოთხოვნა და უზრუნველყოს მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)