|
2017-08-23 07:15:51, 576 ნახვა
მედიასააგენტო „კლიპარტმა“ სოციალური კამპანია #მეხანძრეგმირია დაიწყო
#მეხანძრეგმირია - ხშირად მათ საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეულ სტიქიასთან გამკლავება. #მეხანძრეგმირია, რადგან ყველაზე საშიშ მოვლენასთან პირისპირ დარჩენილები არ ფიქრობენ საკუთარ უსაფრთხოებაზე - მათი მიზანი სხვისი სიცოცხლისა და ბუნების გადარჩენაა. ნუ ჩავაგდებთ საფრთხეში, გავუფრთხილდეთ და დავიცვათ როგორც საკუთარი, ისე მეხანძრეების სიცოცხლე და საქართველოს უნიკალური ბუნება! მთავარი კი ელემენტარული წესების ცოდნა და დაცვაა, რომელთა გაცნობასაც მედიასააგენტო „კლიპარტი“ სოციალური კამპანიის #მეხანძრეგმირიას ფარგლებში აპირებს. ბორჯომის ხეობაში გამძვინვარებულ ხანძარს 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი, ათეულობით მოხალისე და მეზობელი ქვეყნებიდან დასახმარებლად გამოგზავნილი ავიაცია და სპეცტექნიკა ებრძვის. სტიქიასთან 24-საათიანი თავგანწირული ბრძოლის შედეგად ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ისინი არ უშინდებიან ცეცხლს, ქარს, ღამის სიბნელეს და სწორედ მათი წყალობით გადაურჩა ბორჯომის ხეობა შთამომავლობას. #მეხანძრეგმირია - მათზე უკვე ლეგენდებს ყვებიან: ,,ვხედავდი ჩემს მეხანძრე-მაშველებს (დიახ, ჩემი!), რომლებსაც უძილობისგან და დაღლილობისგან ფერი აღარ ედოთ სახეზე, თითქმის იძულებით გამოიყვანეს რამდენიმე მათგანი ტყიდან, რომ ცოტა დაესვენათ... შემთხვევით გავიარე კარავთან, სადაც მათ, სულ რაღაც, 2 საათით უნდა მოესვენათ, ალბათ. კარვიდან ხმა შემომესმა: „იქიდან გადაკეტე, ბიჭო, ცეცხლი არ წავიდეს“! მივხვდი, რომ ძილში ყვიროდა!! როგორი გრძნობაა, თითქმის ჩამქრალ ხანძარს ქარი რომ ხელახლა გიღვივებს?! მომერიდა, შემრცხვა, რომ ჩემდაუნებურად ვხმაურობდი, ერთ-ერთ ჟურნალისტს ვესაუბრებოდი ტელეფონით. მეგონა, მე გავაღვიძებდი - ვითომ ვერტმფრენები „ფეხაკრეფით“ დაფრინავდნენ. გამოვიპარე იმ ადგილიდან. ძალიან ბევრი ასეთი დასამახსოვრებელი მომენტი დამიტოვა დღევანდელმა დღემ, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ“. - წერს სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში მყოფი ერთ-ერთი თვითმხილველი. საქართველოში მსგავსი მასშტაბის სტიქიური მოვლენა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ მომხდარა, მაშინ მიზეზი ომი იყო, ამჯერად კი შესაძლოა, ელემენტარულ დაუდევრობას ჰქონდეს ადგილი, რომლის გამოც 12 ჰექტარი უნიკალური ტყის მასივი გადაიწვა. მედიაგავრცელების სააგენტო „კლიპარტი“ სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას გააცნობს იმ წესებს, რომელთა დაცვითაც თავიდან ავიცილებთ მსგავსი მასშტაბის ხანძრებს და გავუფრთხილდებით საქართველოს უნიკალურ ბუნებას. მათი დაცვა გაცილებით მარტივია, ვიდრე ჩვენივე დაუდევრობით გამოწვეული ხანძრების ჩაქრობა. ასე რომ, მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ „კლიპარტის“ სოციალურ-საგანმანათლებლო აქციას #მეხანძრეგმირია, გაააზიარეთ ხანძრის პრევენციის წესები და ამით დაიცავით საკუთარი უსაფრთხოება და საქართველოს უნიკალური ბუნება. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)