09:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 04:48:21, 590 ნახვა

დანიის სამეფომ და ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივლისს ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, სადაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი. 

ელჩის შეფასებით ისლანდიის მხრიდან მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ დადებით გარემოს, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ელჩის განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ისლანდიური მხარე აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში, რამდენიმე დღეში დააბრუნებს მათ სამშობლოში. ამავე დროს, მათ დაეკისრებათ ისლანდიის კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანქციები.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ისლანდიის რესპუბლიკა წარმოადგენს შენგენის ასოცირებულ ქვეყანას, ინფორმაცია დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ დაუყოვნებლივ აისახება შენგენის ერთიან საინფორმაციო სისტემაში და დეპორტირებული პირები დაექვემდებარებიან სანქციებს, რაც მათ შორის გულისხმობს მნიშვნელოვან ფულად ჯარიმას და შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას 5 წლამდე ვადით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics