2017-08-22 13:54:45, 679 ნახვა
პრემიერ-მინისტრის დავალებით, ატენის ხეობაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ატენის ხეობაში მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა გაიგზავნა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შტაბის წევრები ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ ინფორმაციას ღებულობენ.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურთან ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
ავტორი: ,