08:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 13:46:36, 633 ნახვა

საგანგებო შტაბი: ბორჯომის ხეობაში, სტიქიის 3 კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა

ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს.

"სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე ტექნიკა, მეხანძრეები და მაშველები ხანძრის ჩაქრობას მთელი ღამის მანძილზე გააგრძელებენ. დილიდან კი ცეცხლის კერების სალიკვიდაციო ოპერაციაში კვლავ ავიაცია ჩაერთვება. აზერბაიჯანისა და თურქეთის რეპუბლიკის მთავრობების მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, თურქეთიდან გამოგზავნილი სპეციალიზებული სამაშველო თვითმფრინავი და ბელორუსული ვერტმფრენიც შეუერთდება. შტაბის წევრები ღებულობენ ინფორმაციას ატენის ხეობაში ხანძრის შესახებ. პრემიერ-მინისტრის დავალებით,  ხეობაში უკვე გაიგზავნა მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics