08:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 13:28:29, 910 ნახვა

ატენის ხეობაში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან - ცეცხლი 1 ჰექტარის ფართობს უკიდია

გორის მუნიციპალიტტის გამგებლის დავით ონიაშვილის განცხადებით, ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურთან ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც გამგებელმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

"ხანძარი დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. სავარაუდოდ დიდი გავრცელება ხანძარს არ ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ღამეა და ხილვადობა დაბალია, მგონია, რომ ხანძარს მოვერევით. ახლა შემოგვიერთდა სახანძრო მანქანა. ძირითადად მოხალისეებით ვმუშაობდით, ვინაიდან სახანძროს ძირითადი ეკიპაჟები ბორჯომში იყო მობილიზებული. ვვარაუდობთ, რომ დღეს მოხერხდება ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა გორის გამგებელმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ ატენის ხეობაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ახლოს ხანძარი დღეს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, შემთხვევის ადგილზე საკმაოდ რთული რელიეფია, ასევე ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ქარი. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics