08:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 11:25:57, 674 ნახვა

თალაკვაძის ვარაუდით, თურქული სახანძრო თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღესვე ჩაერთვება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თურქული მხარემ საქართველოს დასახმარებლად სახანძრო თვითმფრინავი გამოაგზავნა.

თალაკვაძე ვარაუდობს, რომ ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღესვე ჩაერთვება.

„ველით, რომ დღესვე შეძლებს, ჩაერთოს ოპერაციაში. მეხანძრე- მაშველებმა პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი გვაჩვენეს.ისინი მუშაობენ კერების ჩასაქრობად“,-აღნიშნა თალაკვაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ამასთან, 2 თურქული ვერტმფრენი უკვე ბორჯომშია. ისინი სახანძრო ოპერაციაში ჩაერთნენ. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი მუშაობს. კერძოდ, ხანძარს თურქეთის 2, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი ებრძვის. პარალელურად, მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics