2017-08-22 09:23:35, 729 ნახვა
ჟინვალში ხანძარია
დუშეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჟინვალში ხანძარია.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში განუცხადეს, ცეცხლი დაახლოებით ერთ ჰექტარ ფართობზე, ბალახებსა და ეკლიან ბარდებს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 25 მეხანძრე-მაშველია მობილიზებული და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ავტორი: ,