|
2015-04-26 10:50:06, 365 ნახვა
შსს-ს საპატრულო პოლიცია ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელების განათლების პროექტში ჩაერთნენ
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პატრულ-ინსპექტორებთან ერთად, ბავშვთა სახლ „ჩემი სახლი“-ს აღსაზრდელებს ეწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით. სტუმრები ბავშვთა სახლში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოზარდებს და მათ აღმზრდელებს შეხვდნენ, არსებულ პრობლემებზე ესაუბრნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს „ჩემი სახლი“-ს ხელმძღვანელმა ნინელი ჭანკვეტაძემ საგანმანათლებლო პროექტი „ცოდნა მომავლისთვის“ გააცნო, რომლის განხორციელება იგეგმება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტი განსაზღვრულია 8-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეთათვის. პროექტის - „ცოდნა მომავლისთვის“ სოციალურად დაუცველი ბავშვების საგანმანათლებლო პროგრამით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. „ჩემი სახლის“-ს აღსაზრდელები შეისწავლიან: ალგებრას, გეომეტრიას, უნარ-ჩვევებს, ინგლისურ ენას (ჯგუფური და სააბიტურიენტო პროგრამით), თექის ხელოვნებას, ჭრა-კერვას, კონსტრუირებას, მუსიკას, რაც მოზარდებს ინტელექტუალური, შემეცნებითი და შემოქმედებითი ბაზის გაღრმავების საშუალებას მისცემს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ პროექტში სხვადასხვა აქტივობით მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, „ჩემი სახლი“-ს 20 აღსაზრდელის სწავლისთვის საჭირო თანხებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვთა სახლთან არსებულ ფონდში გადარიცხავენ. შეხვედრის დასარულს აღსაზრდელებმა სტუმრებს კონცერტი მოუწყეს და საკუთარი ხელით შექმნილი თექის ნამუშევრები წარუდგინეს.
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)