|
2017-08-22 05:11:57, 956 ნახვა
დონალდ ტრამპი ავღანეთში ბოლომდე ბრძოლის პირობას დებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია წარადგინა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტრამპმა აღნიშნა, აშშ ავღანეთიდან სამხედრო ძალას არ გამოიყვანს და ბოლომდე იბრძოლებს. მისივე თქმით, ამერიკა ერაყში დაშვებულ შეცდომას აღარ გაიმეორებს. ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, თეთრი სახლი აღარ დაასახელებს კონტინგენტის რაოდენობას ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და დასრულების თარიღებს. დონალდ ტრამპმა მისცა პენტაგონს უფლებას, რამდენიმე ათასით ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი გაზარდოს, თუმცა მანვე დასძინა, რომ აშშ კონტინგენტის ზუსტ რაოდენობას არასდროს დაასახელებს. „ამერიკის მტრებმა არასდროს უნდა იცოდნენ ჩვენი გეგმების შესახებ და არასდროს უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენს წასვლას დაელოდებიან. ჩვენი შეიარაღებული ძალები იბრძოლებენ გასამარჯვებლად. დღეიდან გამარჯვებას ექნება მკაფიო განსაზღვრება - მტერზე თავდასხმა, „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება, „ალ-ქაიდას“ განადგურება, „თალიბანისთვის“ ავღანეთის ხელში ჩაგდების არდაშვება და ამერიკის წინააღმდეგ მასობრივი ტერორისტული თავდასხმების შეწყვეტა“, - აღნიშნა ტრამპმა. დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგიის თანახმად, აშშ-ის სამხედრო მეთაურების უფლებამოსილება ფართოვდება. მათ „თალიბანსა“ და ავღანეთში სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე თავდასხმის უფლებას აძლევს. „ამ მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერსად დაიმალებიან, რომ ამერიკული ძალისთვის და ამერიკული იარაღისთვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს. შურისძიება იქნება სწრაფი და მძლავრი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპის თქმით, ავღანეთიდან ძალების ნაჩქარევი გაყვანა შექმნის ვაკუუმს, რომელსაც შეავსებენ ტერორისტები, როგორც ეს 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე მოხდა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე პაკისტანი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის ტერორიზმის ბუდეა. მედიის ცნობით, ამჟამად აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 8400 სამხედრო ჰყავს ავღანეთში დისლოცირებული.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)