07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 04:23:17, 625 ნახვა

ალექსანდრე ონოფრიშვილი: დაბა ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, დაბა ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

დიდველის საბაგირო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და კურორტი ბაკურიანი ტურისტებს მასპინძლობს.  ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია  ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი.

ალექსანდრე ონოფრიშვილი განცხადებაში დამსვენებლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბაკურიანის ტყეში პიკნიკის დროს კოცონის დანთებისგან, რათა არ მოხდეს ხანძრის კერების გაჩენა.

 „მაღალი ტემპერატურის დროს განსაკუთრებით სახიფათოა ტურისტების მიერ უნებლიე სახანძრო სიტუაციების წარმოქმნის ხელშეწყობა. ტურისტების წინდაუხედაობამ, სიგარეტის ნამწვავის ტყეში გადაგდებამ, შესაძლოა ხელი შეუწყოს ხანძრის გაჩენას, ამიტომ მოვუწოდებთ დამსვენებლებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ“,-ნათქვამია განცხადებაში.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics