|
2017-08-22 03:54:48, 626 ნახვა
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის დღევანდელი რეკომენდაციით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წლის 18, 19 და 23 აპრილს, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული 3 კორპუსის აღსადგენად 58 964 ლარი გამოიყოფა. ასევე, 5000-5000 ლარით ფინანსური დახმარება გაეწევა, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ 2 ოჯახს. დაზარალებულებს 5 000 - 5 000 ლარით უკვე დაეხმარა ბათუმის მერია. კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ვაშლოვანში არსებულ სოციალურ სახლში, 14 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხიც განიხილეს და დადებითად გადაწყვიტეს. 2017 წელს, შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 178 ოჯახს დახმარების მიზნით გამოიყო 2,814,564 ლარი. 139 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი (ბინა). (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)