|
2017-08-22 03:37:35, 809 ნახვა
166-ე საჯარო სკოლა ანექსირებულ ყირიმში მოსწავლეების გამგზავრებას უარყოფს
რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ერთ-ერთი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშო ცენტრ "არტეკში" გაემგზავრა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული მოსწავლეები თბილისის 166-ე საჯარო სკოლაში სწავლობენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" სკოლის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა/ საქმის მწარმოებელმა მაია მგელაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. "ეს მცდარი ინფორმაციაა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენთან ეს მოსწავლეები და მასწავლებელი არ არიან. ალბად სკოლის ნომერი შეცდომით არის დაფიქსირებული. ინფორმაცია უკვე გადამოწმებული გვაქვს", - აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში. მოგვიანებით, "ექსპრესნიუსმა" გაარკვია, რომ საუბარია თბილისის 146-ე საჯარო სკოლაზე. თუმცა, არც სკოლის დირექტორი და არ ადმინისტრაცია ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. ცნობისთვის, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, სკოლის 6 მოსწავლე ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშო ცენტრ "არტეკში" გაემგზავრა. აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, "სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ".
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)