|
2017-08-22 03:32:58, 628 ნახვა
მარგველაშვილი: დასახლებულ პუნქტებს საშიშროება არ ემუქრება, პანიკის საფუძველი არ არის
საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის მეხანძრეებს, მაშველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გმირულად ებრძვის ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს. მარგველაშვილის თქმით, ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია როგორც საქართველოს ისე მეზობელი სახელმწიფოების რესურსები. ამიტომ, პრეზიდენტი ასევე დახმარებისთვის მადლობას უხდის მეზობელ სახელმწიფოებს: „მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ძალიან მაღალი ხარისხის კოორდინაციაა, პრემიერი, მინისტრები იმყოფებიან იქ და ამ უბედურებასთან გამკლავების პროცესში არიან აქტიურად ჩართულები. მინდა, მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, მოხალისეებს, ამავე დროს, მინდა ვთხოვო მათ, არაფრის დიდებით დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ, თავიანთი დახმარება შესთავაზონ იმ შტაბს, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში იქნება ეფექტური“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დასძინა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება: „მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, რომ დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება საშიშროება, მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ლოკალიზაციისკენ და ამ მომენტში არანაირი პანიკის საფუძველი არ არის გამომდინარე იქედან, რომ ოპერატიულად მუშაობს შესაბამისი ადგილობრივი სტრუქტურები, რომლებიც ინფორმირებულები არიან ხანძრის გავრცელების შესახებ, აგრეთვე ოპერატიულად მუშაობს მედიაც,რომელიც როგორც იქ მაცხოვრებლებს ,ასევე მთელ ქვეყანას გვაწვდის ინფორმაციას. ამიტომ დიდი მადლობა მედიას ამ აქმეში 24 საათიანი ჩართულობისთვის“,-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)