07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 03:22:06, 3186 ნახვა

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 21 ოქტომბერი დაასახელა. არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გაგზავნილია.

"თვითმმართველობის არჩევნები დავნიშნე 2017 წლის 21 ოქტომბერს, მოგახსენებთ შესაბამის აქტს, რომელიც გადაგზავნილია ამ მომენტისთვის კონტრასიგნაციაზე. საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 133-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 150- ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის, წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის, მერის მორიგი არჩევნები დაინიშნება 2017 წლის 21 ოქტომბერს. საზოგადოება ამის თაობაზე იყო ინფორმირებული და პოლიტიკური ძალები იყვნენ ინფორმირებული ორი თვით ადრე, ახლა ეს არის უკვე კონკრეტული დოკუმენტი, რომელიც გამოიცა და რომელიც გადაგზავნილი არის კონტრასიგნაციისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics