07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 03:00:18, 592 ნახვა

განათლების სამინისტრო: სკოლის ადმინისტრაციამ, ან ერთმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო

განათლების სამინისტრო, საქართველოში მოქმედი  ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლის, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში“ რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით  გაემგზავრების ფაქტს ეხმაურება.

უწყების განცხადებით,  სამწუხაროა, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ან ერთმა კონკრეტულმა მასწავლებელმა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც სკოლის მოსწავლეები რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მოხვდნენ.

„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია და ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს მომავალში მიიღონ მეტი ინფორმაცია და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.

ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად  შეისწავლის, იყო თუ არა ეს  მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება თუ მიზანმიმართული ქმედება“,-აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით ერთ-ერთი საჯარო სკოლის 6 მოსწავლე ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშო ცენტრ "არტეკში" გაემგზავრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics