07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 00:38:43, 569 ნახვა

პრემიერი: უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მე მგონი გავუმკლავდებით

 

„უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მე მგონი გავუმკლავდებით“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში  განაცხადა.

როგორც  კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სამი ვერტმფრენი, შუადღეს კი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს კიდევ ორი თურქული ვერტმფრენი შეუერთდება.

„უკეთესი მდგომარეობაა, ზუსტად აქვთ მონიშნული ის ზონები, რა ზონებიც არის ჩასაქრობი.  სამი ვერტმფრენი მუშაობს ერთი დაემატა. თურქეთიდან გზაშია კიდევ ორი ვერტმფრენი. ქარის გამო დილით ვერ ჩამოფრინდნენ ახლა არიან გზაში და სულ რაღაც 2 საათში ისინიც ჩაერთვებიან. ღამისთვის გვექნება უკეთესი მდგომარეობა,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

კვირიკაშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა.

„პრინციპში რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებენ. ერთი კერა არის ყველაზე მძიმე, ეს არის ქედის გადაღმა კერა, რომელზეც ახლა მთელი ძალა იქნება მიმართული. ქვემოდან აგვყავს ტუმბოებით წყალი, გარდა ამისა რამდენიმე ეკიპაჟი დადგება იქედან და დაღმართზე ჩააქრობენ და მე მგონი, რომ უშველის. ხანძრის გავრცელების საფრთხე არსებობს თუ ეს ქედი არ ჩავაქრეთ, თუ ეს ქედი ჩაქრა  მწვავე ფაზას გადავივლით, მე მგონია, რომ გავუმკლავდებით,“-დასძინა პრემიერმა.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics