|
2017-08-22 00:29:48, 604 ნახვა
საგანგებო შტაბი ყველა მოქალაქეს მიმართავს, თვითნებური გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავოს
ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერის მიერ შექმნილი საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს. როგორც საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქართულ ავიაციასთან ერთად, რამდენიმე საათში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვება აზერბაიჯანული და თურქული მხარეც, რომლებიც დამატებით ვერტმფრენებს გამოაგზავნიან. „ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზებისა და შემდგომი ლიკვიდაციის მიზნით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მთავრობა, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს. შტაბის საქმიანობას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, რომელიც გზის გაყვანის სამუშაოებს ახორცილებს. შეუჩერებლად მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ქართულ ავიაციასთან ერთად, რამდენიმე საათში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ჩაერთვება აზერბაიჯანული და თურქული მხარეც, რომლებიც დამატებით ვერტმფრენებს გამოაგზავნიან. ამ დროისათვის არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გადასვლის საფრთხე. საგანგებო შტაბი ეხმაურება სხვადასხვა პირების მიერ სოციალური ქსელებით და თუ სხვა საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, მოხალისეების მობილიზების შესახებ. ამ დროისათვის არ არსებობს მოხალისეების ჩართვის არანაირი აუცილებლობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი გარეშე პირის, ხანძრის მიმდებარე პერიმეტრზე გამოჩენა ხელს შეუშლის მეხანძრეების, მაშველების და შესაბამისი უწყებების მიერ მობილიზირებული ცოცხალის ძალისა თუ ტექნიკის მუშაობას. საგანგებო აღჭურვილობის გარეშე ხანძრის კერებთან მიახლოება არის საშიში. საგანგებო შტაბი მიმართავს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს თვითნებური გადაწყვეტილებებისაგან და ნუ შეუქმნიან დამატებით პრობლემას მეხანძრეებსა და მაშველებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან“,-ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)