07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 13:05:06, 624 ნახვა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს ურეკის საზაფხულო სკოლაში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად დღეს ცხინვალიდან დევნილმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის ვიდეო-ჩანაწერი გააკეთეს. ამ გზით ურეკის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახალიმასშტაბური პროექტის "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" მონაწილეები გახდნენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდები მსჯელობენ ისეთი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საკითხზე, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალია კონფლიქტებისგან და სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაძალიან მაღალია. „ახალგაზრდები მსჯელობენ ისეთი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საკითხზე, რომელიც იქნება მაქსიმალურად თავისუფალი კონფლიქტებისგან, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იქნება განსაკუთრებით მაღალი, ამავდროულადმნიშვნელოვანია, რომ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

საზაფხულო სკოლა "მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დევნილ მოზარდებსა და ომის ვეტერანთა შვილებს აერთიანებს. პროექტისფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების და ჩართულობისათვის, კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics