07:23 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 12:57:42, 629 ნახვა

გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "მე და კონსტიტუცია" ახალი ეტაპის დაწყება სენაკის მე-7 საჯარო სკოლიდან გამოაცხადა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დღეს სენაკის მე-7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. გიორგი აბაშიშვილმა სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ფუნქციონირებს.

სენაკის საჯარო სკოლიდან გიორგი აბაშიშვილმა პროექტის "მე და კონსტიტუცია" ახალი ეტაპის დაწყება პროექტის ორგანიზატორებთან ერთად გამოაცხადა. "დემოკრატიის ლაბორატორია" კონსტიტუციის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებს შორისკონკურსს უკვე მესამედ ატარებს. სენაკის მე-7 საჯარო სკოლა პროექტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, - " ეს არის განსაკუთრებული სკოლა, სადაც ძალიან ბევრი დევნილია აფხაზეთიდან. ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალურად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, ამ სკოლის მხარდაჭერას მისი განსაკუთრებულისტატუსიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიბლიოთეკა, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა, ძალიან აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, სემინარების ორგანიზებისთვის. ამავდროულად დღეს მქონდა პატივი, აქ,სენაკის სკოლაში, რომელიც ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა პროექტის "მე და კონსტიტუცია" დამეანონსებინა კონკურსის ახალი სეზონის დაწყება. პროექტი ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება და დარწმუნებული ვარ, რომ მასში კვლავ აქტიურად ჩაერთვებიან სკოლისმოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით. რამდენიმე ათასი სკოლის მოსწავლე უკვე მონაწილეობდა ამ პროექტში. სიახლე, რომელსაც შეიძენს ეს პროექტი არის ის, რომ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოსწავლეების მიერ გამოვლენილ ანალიტიკურ მხარეს, რაცგამოჩნდა, რომ მოსწავლეებს ნამდვილად აქვთ და მნიშვნელოვანია მათი უკვე ანალიტიკური უნარების, არამხოლოდ შეჯიბრებითობა, არამედ ანალიტიკური უნარების გაგება კონსტიტუციის შესახებ."

თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა, რომელიც სენაკში სამხედრო ქალაქში, დევნილთა დასახლებაში მდებარეობს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გასულ წელს დაფინანსდა, მოხდა ბიბლიოთეკის აღდგენა და ტექნიკურიაღჭურვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics