|
2017-08-21 12:24:19, 2191 ნახვა
ღამისა და ხილვადობის არარსებობის გამო ვერტმფრენმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეწყვიტეს
ღამისა და ხილვადობის არარსებობის გამო, აზერბაიჯანიდან გამოგზავნილმა ვერტმფრენმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა ხანძრის ქრობის სამუშაოები შეწყვიტეს. ძლიერი ქარის გამო, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ფერდებზე ცეცხლის კერები გაძლიერდა და ის დიდი სისწრაფით ვრცელდება. ცეცხლი ახლოს მდებარე ტყის მასივს მოედო და არის საშიშროება, რომ წიწვოვანი ხეები დაიწვას. ტერიტორია, სადაც ხანძრის კერებია, მიუვალი ადგილია. შესაბამისად, ტექნიკა ვერ ახერხებს უშუალოდ შემთხვევის ადგილამდე მისვლას. სოფელ დაბის ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო და ასევე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და არ არის გამორიცხული, რომ უახლოს პერიოდში მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)