|
2017-08-21 09:57:46, 629 ნახვა
უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე: მივმართავ გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს
მხოლოდ უკრაინის მტრებს შეუძლიათ სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ, მას უკრაინის საზღვრის გარღვევაში დაეხმარონ, - ამის შესახებ უკრაინის „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც პოლიტიკოსი წერს, სააკაშვილმა კარგი ადვოკატი უნდა დაიქირავოს და სასამართლოში მივიდეს. "უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა. ასევე მოიქცნენ სეპარატისტები დონბასში, როდესაც შეიჭრნენ ჩვენს ტერიტორიაზე 2014 წელს.სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ მას პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო?! დაიქირავოს საუკეთესო ადვოკატები და სასამართლოში წავიდეს! მაგრამ ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდა, ხელშეუხებელი და ჩაკეტილია. ამიტომ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს. ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია. სააკაშვილს ეს სუვერენიტეტი სძულს. რატომ არ არღვევს ის საქართველოს საზღვარს? იმიტომ, რომ პატივს სცემს თავის მშობლიურ საქართველოს. უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც ასე ამცირებს მას. არავის მივცემ უფლებას დაამციროს ჩემი სამშობლო, არც პრეზიდენტ პროშენკოს, არც სააკაშვილს და არც ვინმე სხვას", - წერს ოლეგ ლიაშკო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)