06:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 17:04:01, 669 ნახვა

სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები.

კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

აღნიშნული ცვლილებები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.

„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 

ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს მომხმარებლებს, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები და სესხების აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება სესხის გაცემა არსებულ კანონმდებლობას. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ შემდეგ მისამართზე: cp@nbg.gov.ge“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics