|
2017-08-21 08:04:48, 861 ნახვა
შემოსავლების სამსახურმა კომპანია Georgian Travel GROUP-ს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, კომპანია Georgian Travel GROUP-ს ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი პაატა კვიჟინაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. "რაღაც რო გაწუხებს და ამოთქმა გინდა - ისე ვარ. 2 წუთი დამითმეთ, უცებ მოგიყვებით. ისედაც დიდი მესტატუსეობით არ გამოვირჩევი) მოკლედ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით ტურისტული კომპანია მქონდა) 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დამეძაბა ურთიერთობა მოვითხოვე რა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს უკან დაბრუნება, აბა როგორა ხარო(?!) (ვის გაუბედე ტონით) და დღგ-ს დაბრუნება კი არა, ისეთი ჯარიმა "მიფეშქაშეს" წლებია ვიხდი, ბოლოში ვერ გავედი და იძულებული ვიყავი კომპანია დამეხურა. გასაჩივრებასაც აზრი არ ჰქონდა სანამ ეგენი იჯდებოდნენ ხელისუფლებაში. ხოდა ჩემო კარგებო, "არაფერიც არ შეცვლილა" ტიპების გასაგონად უფრო ვყვები ამას - დღესაც მაქვს ტურისტული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანაა. ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე (თუ ჩესნად მუშაობ) დღგ-ს ზედმეტობა მუდმივად გროვდება და ბიუჯეტში სულ ზედმეტობა გვაქვს. ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, დიდხანს ვფიქრობდი გამერისკა თუ არა ისევ მომეთხოვა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება. ძნელია იმ გამოცდილების მერე ვინმეს ნდობა. მაინც გავრისკე და წერილი გავგზავნე შემოსავლების სამსახურში. გაგიკვირდებათ და ერთ კვირაში მორჩა ყველა პროცედურა...10 დღეში თანხა უკან დამიბრუნდა. სტატუსებივით არც დითირამბები მეხერხება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი (ჯანსაღი) მიდგომა რიგ საკითხების მიმართ აღნიშვნის ღირსია", - წერს კვიჟინაძე.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|






epn.ge (@expressnews.ge)