|
2017-08-21 07:06:05, 795 ნახვა
სერგეი ლავროვი: რუსეთი არ აპირებს ამერიკელებზე ჯავრი იყაროს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების მეიერ ვიზების გაცემის დროებით შეწყვეტას გამოეხმაურა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. როგორც ლავროვმა განაცხადა, ამ ქმედებით, ოფიციალური ვაშინგტონის მიზანია, რუსეთის მოქალაქეებში მოქმედი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოიწვიოს. „ეს ცნობილი ლოგიკაა - ეს არის იმ ადამიანების ლოგიკა, ვინც „ფერად რევოლუციებს“ აწყობს. ეს არის ობამას ადმინისტრაციის ინერციით მიღებული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს საპასუხო ნაბიჯებს, როგორც უკვე ვთქვი უნდა დავსხდეთ და გადავხედოთ ყველა პირობა, რომელიც ამერიკელებს შევთავაზეთ. ვნახოთ, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ამერიკელ მოქალაქეებზე ჯავრს არ ვიყრით. ანუ, თუ ვინმეს ეგონა, რომ ცუდი მაგალითი გადამდებია, მაშნ ის შეცდა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების არასამიგრაციო ვიზების მიღებას 23 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აშშ–ს მოსკოვში საელჩოს თანამშრომლების 755–ით შემცირება 28 ივლისს მოსთხოვა. მოსკოვის განმართებით, ეს ნაბიჯი ვაშინგტონის ახალი სანქციების საპასუხოდ გადაიდგა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)