|
2017-08-21 06:45:23, 605 ნახვა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ტექნიკას გადასცემს - ე.წ. დოკუმენტს ხელი მოეწერა
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს სამხედრო ტექნიკას გადასცემს, - ამის შესახებ Tass რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. დოკუმენტს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდ ფომინმა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ანატოლი ხრულოვმა მოაწერეს ხელი. "კონტრაქტს, რომლის თანახმადაც აფხაზეთს სამხედრო ქონება გადაეცემა, ხელი უკვე მოაწერეს. აღნიშნული სამუშაო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, რაც აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გულისხმობს", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის ფუქციონირებისა და ერთობლივი რუსულ-აფხაზური შეიარაღებული ქვედანაყოფის ფორმირების საკითხიც განიხილეს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)