06:18 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 05:08:19, 561 ნახვა

სააკაშვილი: მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან აქვს შემოთავაზება.

ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"როგორც იცით, 10 სექტემბერს გადავწყვიტე, რომ უკრაინაში დავბრუნდე. ბევრი მირჩევს ეს არ გავაკეთო. მაქვს სხვადასხვა ევროპული ქვეყნიდან მოქალაქეობასთან დაკავშირებული წინადადებები. საქმისა და შემოსავლების გარეშეც აქ არ დავრჩები, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, თავის დროზე ვლადიმერ პუტინის მითითებით, რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ჩემს წინააღმდეგ საქართველოში საქმეები აღძრა. ეს იმისათვის გააკეთეს, რომ ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ვერ მივიღო. ზუსტად ასევე, პოროშენკომ გამოსცა თავის განკარგულება და უკრაინაში გზა გადამიკეტა. ასევე მემუქრება საქართველოში ექსტრადირებით, რაღაც გამოგონილი ბრალდებებით ამავდროულად უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს. ამ კვირაში ახმეტოვმა ხელში ჩაიგდო მსხვილი ენერგეტიკული სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე შემოდგომიდან უკრაინელები მის და პოროშენკოს ჯიბეში უფრო მეტს გადაიხდიან ტარიფების სახით.  ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სიტნიკმა განაცხადა, რომ მისი ყველა საქმე დეპუტატების, პოროშენკოს გარემოცვის წინააღმდეგ უკრაინის სასამართლოებში სრულად დაბლოკილია. ამის ფონზე, შორიდან ვუყურო ყველაფერ ამას? არავითარ შემთხვევაში. მე შევპირდი უკრაინელ ხალხს, რომ მათ მხარეს ვიქნები. მე „ბარიგების“ მხარეს არ დავმდგარვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ეს. უკრაინელი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. უკრაინელები ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებენ. შეუძლებელია იმის გაგრძელება, რაც ახლა ხდება. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ჩვენ გაგვანადგურებენ, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ვერაფერს გვიზამენ. მაქვს თქვენი იმედი და თქვენც შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ. შეხვედრამდე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, ოდესის ოლქის  ყოფილი გუბერნატო უკრაინაში დაბრუნებას 10 სექტემბერს გეგმავს. მანამდე კი, ის სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრიანის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics