2017-08-21 04:59:16, 608 ნახვა
დიდუბეში, 47 მისამართზე, ასფალტის საფარი დაიგო
დიდუბის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები 47 მისამართზე დასრულდა, სადაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა.
მათივე ცნობით, ყველა მისამართზე გზის დაზიანებული საფარი და ბორდიურები მოიხსნა, რის შემდეგაც ასფალტის ახალი საფარი დაიგო.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა: შ.პ.ს „ლუკრიმ“, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანიამ“ და „ჰედეფ ჯორჯიამ“ შეასრულეს.
(NS)
ავტორი: ,