|
2017-08-21 04:41:36, 918 ნახვა
ამერიკამ რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ვიზის გაცემა შეაჩერა
რუსეთის მოქალაქეები ამერიკის შეერთებული შტატების არასამიგრაციო ვიზების მიღებას 23 აგვისტოდან ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთში ამერიკის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ვიზების გაცემის შეჩერება მოსკოვის გადაწყვეტილებით არის გამოწვეული, რომელიც აშშ–ს საელჩოს შტატის 755 თანამშრომლით შემცირებას ითვალისწინებს. განცხადების თანახმად, აშშ–ს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა 1 სექტემბერს აღდგება, თუმცა მხოლოდ მოსკოვის საკონსულოში. სანქტ–პეტერბურგის, ეკატერინბურგის და ვლადივოსტოკის საკონსულოები ვიზებს აღარ გასცემენ, ხოლო ყველას, ვინც ამ ქალაქებში ვიზაზე საბუთებს აბარებდა, მოსკოვში ჩასვლა მოუწევთ. „იმ ზომების გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციამ რუსეთში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა რიცხვის შემცირების მიზნით მიიღო, 23 აგვისტოდან არასაიმიგრციო ვიზების გაცემა მთელი რუსეთი მასშტაბით შეწყდება. სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება. რუსეთში მდებარე საკონსულოებში აშშ-ის ვიზების გაცემა გაურკვეველი ვადით შეწყდება“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აშშ–ს მოსკოვში საელჩოს თანამშრომლების 755–ით შემცირება 28 ივლისს მოსთხოვა. მოსკოვის განმართებით, ეს ნაბიჯი ვაშინგტონის ახალი სანქციების საპასუხოდ გადაიდგა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)