06:19 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 04:06:24, 685 ნახვა

ბარსელონაში განხორციელებული ტერაქტის შემსრულებელი იუნეს აბუიაკუბია

ფურგონის მძღოლი, რომლის თავდასხმის შედეგად ბარსელონაში 13 ადამიანი დაიღუპა, ცოცხალია და გაქცეულია, - ამის შესახებ BBC იუწყება.

სამარტალდამცველების ინფორმაციით, ისინი 22 წლის მაროკოელ იუნის აბუიაკუბს ეძებენ.

ამასთან, მედიის ცნობით, 17 წლის მუსა უკაბირი, რომელსაც სამართალდამცველები ერთ-ერთ მთავარ ეჭვმიტანილად მოიაზრებენ ლიკვიდირებულია. ის იმ 5 თავდამსხლს შორის არის, რომლებიც პოლიციამ კამბრილსში მორიგი თავდასხმის დროს მოკლა.

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილები კიდევ უფრო მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდნენ.

როგორც BBC წერს, იუნის აბუიაკუბი ქალაქ რიპოლიში ცხოვრობდა. ამასთან, პოლიციამ რიპოლიში 3 ეჭვმიტანილი დააკავა. 

შეგახსენებთ, რომ 17 აგვისტოს კატალონიაში 2 ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი, დაშავდა. პოლიციამ 5 თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics