06:15 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 03:50:30, 692 ნახვა

მღებრიშვილი: მეხანძრეებმა რთული რელიეფის მიუხედავად ძალიან ეფექტურად იმუშავეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის  განცხადებით, რთული რელიეფის მიუხედავად მეხანძრეებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უახლოეს საათებში ხანძარი სრულად იქნება ლიკვიდირებული.

„საქართველოს ყველა რეგიონიდან დავახმარეთ სამაშველო სამსახურებს და სახანძროს ჩვენი თანამშრომლები. ბიჭებმა ძალიან ეფექტურად იმუშავეს, მიუხედავად საკმაოდ რთული მდებარეობისა რელიეფიდან გამომდინარე და ასევე ხანძრის გავრცელებას ძალიან უწყობდა ხელს ქარი, რომელიც დღეს უკვე ჩადგა, აღარ არის და თუკი ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იქნება,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ბორჯომის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics