2017-08-21 03:26:24, 656 ნახვა
ბორჯომში ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია წერს.
შეგახსენებთ, ხანძრის ლოკალიზებას 200 მეხანძრე ცდილობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ასევე ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ავტორი: ,