|
2017-08-21 03:13:20, 470 ნახვა
აჭარის ულამაზესი ვიდეორგოლის „Collors of Ajara” შესახებ ინსტაგრამზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს
აჭარის ულამაზესი ვიდეორგოლის „Collors of Ajara” შესახებ ინსტაგრამზე აქტიური კამპანია მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გვერდზე რეგიონი 30 სხვადასხვა ელფერითაა ნაჩვენები. მათივე ინფორმაციით, ფოტოები ფერთა გრადაციით იცვლება და იმ გამოცდილებას აღწერს, რასაც ტურისტი აჭარაში მოგზაურობისას ღებულობს. ფოტოები ისევე, როგორც კლიპი ტურისტის თვალით დანახულ აჭარას ასახავს. ინსტაგრამ ექაუნთს ახალ-ახალი ფოტოები ყოველდღიურად ემატება. რაც ნიშნავს, რომ თუკი ColorsofAjara-ს ინსტაგრამზე გაყვებით, აჭარის ნახვას ყველა ფერში შეძლებთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის სულხან ღლონტის განცხადებით, მსგავსი პოპულარული სოციალური მედიაპლატფორმების გამოყენება რეგიონის რეკლამირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს არის ჩვენს მიერ დაწყებული კამპანიის გაგრძელება უკვე ინსტაგრამზე, რაც აჭარის წარმოჩენასა და რა თქმა უნდა, რეგიონში ტურისტების მოზიდვას ემსახურება. ინსტაგრამის გარდა რეგიონის რეკლამირება აქტიურ ფაზაშია სხვა მედიაპლატფორმებზე ჩვენს 16-ვე სამიზნე ქვეყანაში. სოციალური მედია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა რეკლამირებისთვის და მას ბუნებრივია აქტიურად ვიყენებთ,“- განაცხადა სულხან ღლონტმა. ვიდეორგოლი “Collors of Ajara” სარეკლამო კომპანია JVT Metro-მ გადაიღო. ვიდეორგოლის ინსტაგრამ სარეკლამო კამპანიასაც მეტრო უზრუნველყოფს. “ეს სარეკლამო კამპანია ჩვენთვის განსაკუთრებულია. ის ცოცხალი, ხალისიანია და გამოხატავს იმ მრავალფეროვნებას რაც აჭარას გააჩნია. კამპანიას თან ახლავს ფოტოპროექტი, რომელიც ინსტაგრამზე მიმდინარეობს და აჩვენებს აჭარის ფერებს კონკრეტული ადგილების მიხედვით. მსგავსი მიდგომა თვლით, რომ მეტად დასამახსოვრებელია, მესიჯი უკეთ გადმოცემული და ჯამში თავისთავად ეფექტურია,“ განაცხადა JVT Metro-ს კრეატიულმა დირექტორმა ეკა კოპალიანმა. ჯამში, წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 4 საიმიჯო ვიდეორგოლი დაამზადა. (NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)