06:17 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 12:04:55, 570 ნახვა

„საქართველოს ბანკის“ ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია

24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტი გახსნილია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე ერთ-ერთი პირი მ.წ. დაკავებულია, ხოლო კიდევ ერთ თანამზრახველზე თ.შ-ზე გამოცხადებულია ძებნა.
მ.წ.-ს და თ.შ.-ს (დაუსწრებლად) ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინათ ბრალდება, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა - პატიმრობა.

ამჟამად ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების და დანაშაულში მხილებული სხვა პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 8 წლამდე ვადით.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics