04:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 01:49:57, 581 ნახვა

ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ვარდიაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და წარმატება მიულოცეს.

მათივე ინფორმაციით, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ზე, საქართველოს შს სამინისტროს 12 თანამშრომელმა სპორტის 6 სახეობაში - ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი და ცურვა - იასპარეზა.

ოქროსმედალოსნები: თავისუფალი სტილით ჭიდაობა - იოსებ ხუციშვილი, ლუკა კურტანიძე და ბელდუხ გავაშელიშვილი, ძალოსნობა - ლევან გილიგაშვილი და ვასილ მინდორაშვილი, ცურვა - გიორგი სამარღანიშვილი.

ვერცხლისმედალოსნები: ცურვა - გიორგი ბერძენიშვილი (4 ვერცხლის მედალი), კრივი - ედუარდ იმერლიშვილი, ძალოსნობა - კობა კობახიძე, ძიუდო - ნოდარ მჭედლიშვილი და ალექსი დავითაშვილი.

„მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა“ აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში 7-16 აგვისტოს მიმდინარეობდა. აღნიშნული საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მსოფლიოს 80 ქვეყნიდან ათასობით მოქმედი და ყოფილი პოლიციელი, ასევე, მეხანძრე-მაშველი სპორტის 70-მდე სახეობაში ასპარეზობს.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics