04:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-21 01:02:17, 546 ნახვა

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

მათივე ინფორმაციით, შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics