|
2017-08-20 15:55:59, 757 ნახვა
ბათუმში სამეწარმეო მარკეტი გაიხსნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აჭარაში 18, 19 და 20 აგვისტოს სამდღიანი სამეწარმეო მარკეტი ჩატარდება. ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრის წინ, 3 დღის განმავლობაში თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება თავიანთი პროდუქცია ფართო საზოგადოებას გააცნოს. სამეწარმეო მარკეტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ გახსნეს. აღნიშნული „სტარტაპ მარკეტი“ ალტერნატიული, მულტიფუნქციური და მოძრავი სავაჭრო სივრცეა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და ახალგაზრდა მეწარმეების პოპულარიზაციაზე. მსგავსი ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოებას. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე მონაწილე, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები, რომლებსაც უნიკალური შესაძლებლობა ექნებათ წარმოაჩინონ საკუთარი პროდუქცია. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო სტენდი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებისა და სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერად შემოთავაზებული მექანიზმების შესახებ. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში 18:00 სთ-დან 00:00 სთ-მდე გაგრძელდება. სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად, ზემოთხსენებული სამეწარმეო მარკეტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)