04:46 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-20 15:37:45, 638 ნახვა

სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების 12 თანამშრომელი აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს(INL) მიწვევით, სასწავლო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ვიზიტის მიზანს პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ამერიკის  შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარება  წარმოადგენს. ტრენინგის ფარგლებში სამინისტროს თანამშრომლები ორი კვირის განმავლობაში ვისკონსინის შტატის ქალაქ ოშკოშში კვალიფიკაციის ამაღლების კურსს გაივლიან, შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაათვალიერებენ და დაწესებულებების უსაფრთხოების მართვის სპეციფიკას ადგილზე გაეცნობიან. 

საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემისათვის უმნიშვნელოვანესია მართვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა.  ამ მხრივ აღსანიშნავია INL-ის მხარდაჭერა და ახალი პროექტის დაწყება, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტებზე მომზადებული სპეციალური დანიშნულების რაზმისა და საგანგებო რეაგირების დანაყოფის შესაძლებლობების გაზრდას უზრუნველყოფს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics