04:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-20 15:34:17, 652 ნახვა

ახა კალაძე: „ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში"

„პირველი, რაც მნიშვნელოვანი და აუცილებლად გასაკეთებელია, უნდა შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანიხედვა. ასეთი ხედვის გარეშე, მგონია, რომ მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა, აუცილებლადკვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას. ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია,რომელიც  მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში" - აცხადებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი კახა კალაძე.

მერობის კანდიდატის თქმით, სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ გამოიწვიოს ქალაქის სატრანსპორტო არტერიების დახშობა.

კახა კალაძე ამომრჩეველს ჰპირდება, რომ თბილისში ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა დაიწყება, ასევე გადაიხედება არსებული სამარშუტო ხაზები და დაემატება ახალი მარშუტები, განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე, მოხდება თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისთვის გამოყენება.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ  მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს დაინდივიდუალური ტრანსპორტის საჭიროება ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქისსაცობებისგან გასათავისუფლებლად. საცობების განტვირთვის მიზნით ასევე დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები,სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი,გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი  გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა".

მერობის კანდიდატის მოსაზრებით, მხოლოდ კომპლექსური მიდგომა გადაჭრის საცობებისა და ტრანსპორტის პრობლემას.

კახა კალაძემ საკუთარი ხედვა ამომრჩეველს სოციალური ქსელის საშუალებით გააცნო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics