04:47 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-20 14:56:38, 2777 ნახვა

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ "ექსპრესნიუსმა" მუშაობა განაახლა

ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ახალი ამბების სააგენტო "ექსპრესნიუსის" ვებ გვერდზე განხორციელდა სააგენტომ მუშაობა განაახლა. სპეციალისტებმა შეძლეს 2009 წლის სემდეგ უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეო არქივის აღდგენა.  ასევე შესაძლებელი გახდა "ექსპრესნიუსის" ვებ გვერდის სრულად აღდგენაც.

შეგახსენებთ 19 აგვისტოს ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა, შედეგად კი განადგურდა backup და ყველა ფაილი.  კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას.

"ექსპრესნიუსის" ვებ-გვერდზე უკანონო შეღწევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ა(ა)იპ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტი (IDIT)-მა. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო თვეებში კიბერთავდასხმების შედეგად დაზიანდა ქართულ სივრცეში მოქმედი არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების ვებგვერდი (GurianewsIberia TVMediacheckerQartia.org.geEpn.ge და სხვ.), რამაც გამოიწვია ამ ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაკარგვა და საქმიანობის პროცესის სერიოზული შეფერხება. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს გუნდს გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის შესაბამისი ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ხოლო ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს ზემოხსენებული ინციდენტების პრევენცია წარმოადგენს, IDIT მზადაა, სურვილის შემთხვევაში უანგაროდ გაუწიოს დახმარება იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთაც არ გააჩნიათ კიბერსივრცეში უსაფრთხოების დამოუკიდებლად უზრუნველსაყოფის შესაძლებლობა,  და ჩაუტაროს მათ ე.წ. „შეღწევადობის ტესტირება“ (Penetration Test)." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ან თუ  ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, იგი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ან თუ ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics