|
2017-08-18 14:31:56, 1480 ნახვა
სამხედრო
დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა, მას დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს. ეროვნული გმირის პატივსაცემად ქვემო ალვანში იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. უწყების ინფორმაციით, ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში 13 სამხედრო მოსამსახურე სამინისტროს უწყებრივი მედლით „გიორგი ანწუხელიძე“ დაჯილდოვდა. სერჟანტებს მედლები თავდაცვის მინისტრმა საბრძოლო დავალების შესრულებისას გამოჩენილი ინდივიდუალური მამაცობისთვის, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის გადასცა. თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედალი „გიორგი ანწუხელიძე“ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ბრძანებით დამტკიცდა. დღესვე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სკოლის შესასვლელ კედელზე მემორიალური დაფა გახსნა. მოგვიანებით, კი ეროვნული გმირის ოჯახის წევრებსა და პედაგოგებს გაესაუბრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან გადმოსვენებული ათი ქართველის ცხედრისათვის ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. (NS)
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)