|
2017-08-02 19:16:41, 933 ნახვა
სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია დაიწყო
თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით საინფორმაციო კამპანია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ და საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, თელავის, ახმეტის, ყვარელისა და ლაგოდეხის მოსახლეობას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურის პირობები გააცნეს და დეტალური ინფორმაციის მისაღებად ბროშურები გადასცეს. თელავში საინფორმაციო კამპანიას გრიგოლ ფერაძეს სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძეც შეუერთდა, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. მოსახლეობის კითხვები ძირითადად სამხედრო სამსახურში არსებული პირობების, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის საკითხებს, სოციალური პაკეტის გაუმჯობესებას, სამხედრო სამსახურში არსებულ პირობებსა და ანაზღაურების საკითხებს შეეხო. რეკრუტირების პროგრამის საინფორმაციო კამპანია მთელ საქართველოს მოიცავს. თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრას ხვალიდან ქვემო ქართლში განაგრძობენ, შემდეგ კი მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში გადაინაცვლებენ.
(NS)
ტრამპმა ერდოღანს მეგობარი უწოდა: მე მას ყოველთვის გავახარებ
გერმანიის ელჩი - ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია
დუბაის პრინცმა ინდოელი flydubai-ს პილოტი, კაპიტანი სმიტ მაჩჰარი საავადმყოფოში მოინახულა
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)