|
2017-07-30 17:23:25, 981 ნახვა
სამხედრო
მარგველაშვილი: ჩვენ ერთიანად გვიჭირავს თავისუფლებისა და დემოკრატიის გლობალური სტაბილურობის დროშა
საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მოწვეულმა სტუმრებმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას, რის შემდეგაც სწავლებაში მონაწილე სამხედროებს საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა და პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, უკვე მესამე წელია საქართველო ამ მნიშვნელოვანი, ერთობლივი სწავლების "ღირსეული პარტნიორი" ჩატარების ადგილია და ამ უმნიშვნელოვანეს ერთობლივ სწავლებას უკვე გააჩნია თავისი ტრადიცია. "მე ვერ აღვწერდი უფრო სწორად ჩვენ ერთობლივ წვრთნას, ვიდრე ეს სახელი - "ღირსეული პარტნიორი", იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთის ღირსეული თანამებრძოლები ვართ და ერთიანად გვიჭირავს თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გლობალური სტაბილურობის დროშა. მივესალმები სწავლებაში მონაწილე ყველა ქვეყნის წარმომადგენელს. განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ამერიკელ თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ქართველი ჯარისკაცები იცავენ სტაბილურობას ავღანეთში. მეგობრებო, თქვენი თანამებრძოლები თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს სწირავენ უმთავრეს მიზანს - ჩვენი საზოგადოებების დაცულობას, ჩვენი საზღვრების შეულახაობას, ჩვენს სიმშვიდეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. უმაღლესმა მთავარსარდალმა ქართველი ხალხისა და სწავლებაში მონაწილე ქვეყნების მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს ამ სამსახურისთვის. "დარწმუნებული ვარ, სწავლების განმავლობაში თქვენ ბევრ საინტერესო გამოცდილებას და მეგობარს შეიძენთ. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იწყება და ვითარდება ადამიანებს შორის მეგობრობითა და პატივისცემით. გისურვებთ წარმატებულ სწავლებას, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ღმერთი ფარავდეს ქვეყნებს, საიდანაც თქვენ წამოხვედით და სადაც თქვენ მიდიხართ!" - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილი "ღირსეული პარტნიორის" გახსნის ცერემონიაში პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის მინისტრთან, გენერალური შტაბის უფროსთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სწავლება ფართომასშტაბიანია და მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, სლოვენია, სომხეთი და უკრაინა. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)