|
2017-07-30 14:19:41, 920 ნახვა
სამხედრო
იზორია: ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით თავისი თავდადება და პროფესიონალიზმი დაამტკიცა
საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ გაიხსნა. როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცა თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურა ღირსეული პარტნიორის სახელი. მისივე თქმით, წვრთნები 2015 წელს დაიწყო და მაშინ მასში მხოლოდ აშშ და საქართველო მონაწილეობდა, დღეს კი უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა. „ამ წვრთნების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადყოფს ჩვენი თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ქართველმა სამხედრომ პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცა თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურა ღირსეული პარტნიორის სახელი, დღეს ჩვენ უფრო ფართომასშტაბიან წვრთნებს ვიწყებთ, ამ წვრთნებს დასაბამი 2015 წლიდან აქვს, როდესაც მასში მხოლოდ 2 ქვეყანა აშშ და საქართველო მონაწილეობდა.დღეს მან უფრო ფართო მასშტაბები შეიძინა“,-აღნიშნა იზორიამ. საერთაშორისო სწავლებაში, რომელიც წელს უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული, სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა, თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)