00:07 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-29 11:53:22, 931 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსის რიგით მეექვსე გამოშვების ცერემონიალს დაესწრო.

უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ მსმენელებს სამეთაურო-საშტაბო კურსის (CGS) წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წინსვლა უსურვა.

სიტყვით მიმართვისას, ლევან იზორიამ ყურადღება უწყებისათვის პროფესიული სამხედრო განათლების პრიორიტეტულობაზე გაამახვილა. მან სამხედრო განათლების მაღალი დონის  უზრუნველყოფის საქმეში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და საერთაშორისო პარტნიორების წვლილი გამოყო. თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო - სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე საერთაშორისო პარტინიორებთან ინსტიტუციურ თანამშრომლობაზე გაამახვილა.

ლევან იზორიამ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამეთაურო-საშტაბო კურსის წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები გადასცეს.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ოთხ ინსტრუქტორს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  მედლები გადასცა.

სამეთაურო-საშტაბო კურსი 40 ოფიცერმა დაასრულა. უფროსი რანგის სამხედრო მოსამსახურეები 11 თვის განმავლობაში ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე სამეთაურო-საშტაბო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ.

ღონისძიებას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და  თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics