|
2017-07-28 11:04:34, 929 ნახვა
სამხედრო
ქართული ჯარი სსსტც „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება
ქართული ჯარი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ დამზადებული ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღიჭურვება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის ბრძანებით, სსსტც „დელტამ“ უწყებისგან უპრეცენდენტო, ხუთ მილიონ ლარამდე, ღირებულების შეკვეთა მიიღო. გამოყოფილი თანხით სსსტც „დელტა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისთვის ჯავშანჟილეტებსა და ჯავშანჩაფხუტებს დაამზადებს. "პროდუქციის ტექნიკური მონაცემები საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებზე იქნება მორგებული, რაც, თავის მხრივ, პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემებს თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს „დელტაში“ სტუმრობისას განაცხადა. ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების გაცხადებული პოლიტიკაა. მან ჯავშაჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების ეფექტურობაზე ისაუბრა და ყურადღება სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრთან თანამშრომლობაზე გაამახვილა", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. მათივე ცნობით, „დელტას“ ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო ინდუსტრიაში ჩადებული ინვესტიცია ცენტრის კონკურენტულ პოზიციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს და მის განვითარებას ხელს შეუწყობს. დღესვე, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრში გაიმართა გამოცდა-ტესტირება ჯარისკაცის იმ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომლითაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი აღიჭურვება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ტესტირების შედეგებს ადგილზე გაეცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და „დელტას“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)