|
2017-07-20 22:19:56, 1598 ნახვა
სპეციალური ანონსი
21 ივლისის ანონსი
11:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ შესახებ ბრიფინგს წარადგენს. 11:00 საათზე, მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყება. ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვლთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი დაესწრებიან. 11:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება. 11:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ჩატარდება. 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ევროპის მე-14 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიალი გაიმართება. 13:00 საათზე, იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების სააგენტოსა და “თიბისი ბანკს” შორის თანამშრომლობის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 13:00 საათზე, თბილისის ზღვაზე სტარტს აიღებს თბილისის ღია პირველობა აფროსნობაში. 14:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში”, ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს. 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 15:00 საათზე, ,,ალიანსი პროგრესული ჯანდაცვისთვის'' (აპჯ), ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით, პროექტის ,,ფარმადაცვა'' ეგიდით მრგვალ მაგიდას გამართავს. 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მონუმენტური, მაღალპოლიგრაფიული გამოცემის „მეგრული პოეზიის ანთოლოგიის“ პრეზენტაცია მოეწყობა. 13.00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)