|
2017-07-15 17:29:13, 959 ნახვა
სამხედრო
II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. რის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის საბრძოლო დამსახურებაზე და ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება. სენაკში II ქვეითი ბრიგადის დაარსების იუბილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. I პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 სამხედრო მოსამსახურე. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დღესვე სენაკში II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა. II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი ცარ-ში ამავე ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს. ქართული კონტინგენტი, უფროსი ლეიტენანტის ბაჩანა კაკაჩიას მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება. ქართული სამშვიდობო ოცეული „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტით იქნება აღჭურვილი. 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 12-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა, დამატებით კი, ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გადამზადდა.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)