|
2015-04-22 16:11:35, 457 ნახვა
მცხეთა–მთიანეთის რეგიონში კულტურული ძეგლების კონსერვაცია – აღდგენა მოხდება
მცხეთა–მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლიდან კულტურული ძეგლების კონსერვაცია–აღდგენა მოხდება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მცეთა–მთიანეთში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ რეგიონს ტურიზმის განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი აქვს. „მცხეთა–მთიანეთი, დუშეთი, თიანეთი, ხევსურეთი, სტეფანწმინდა, გუდაური, თავისი ულამაზესი ბუნებით და უნიკალურ კულტურულ–ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებით, ყოველთვის იზიდავდა ტურისტებს, თავისი საკურორტო ზონებით, ამიტომ, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სადაც ამის საჭიროება იქნება, უნდა აღვადგინოთ, კონსერვაცია გავუკეთოთ ჩვენს ძეგლებს, იმისათვის, რომ უფრო მიზმიდველი გახდეს ტურისტებისთვის ეს რეგიონი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან არმაზის ციხის, ძალისის კონსერვაცია, ბებრის ციხის რეაბილიტაცია, ჯვრის ეკლესიის ტერიტორიის მოწესრიგება, შიო მღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამასთან, პრემიერის განცხადებით, დუშეთში იგეგმება ისტორიული ქუჩების ურბანული რეგენერაცია, დუშეთის პარკის და სახელოსნო ბაზრობის მშენებელობა, ანანურის ციხის კონსერვაცია, პარკირების გაფართოება. ღარიბაშვილის თქმით, ამ რეგიონში საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 60–65 მილიონ ლარს შეადგენს. „ეს არის სასტუმროების, ტურისტულ რეკრეაციული კომპლექსების, ცენტრების მშენებლობა, ვაზის და ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვითარება, მინერალური და სასმელი წყლების ჩამოსხმა, მევენახეობა–მეღვინეობა, ბაზალეთის ტბის ტურისტული–გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)